ცნობილმა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა, ტელეკპმპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ დედაზე ისაუბრა.
როგორც მომღერალი ამბობს, მისი საქართველოში დაბრუნების მიზეზი დედის დიდი სურვილი, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო.
„საქართველოში დაბრუნების მიზეზი დედაჩემი იყო… ეს მიდი უდიდესი სურვილი იყო, რომ ცხოვრების ბოლო წლები მასთან ერთად გამეტარებინა…
ჩემს გარეშე ლუკმა პურს არ ჭამდა და ის იმსახურებდა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი..
მენატრება მისი რჩევები, თუნდაც მისი „ქაქანი,“ შენიშვნები, სულ შედარებებში ვყავდი ხოლმე.
ვფიქრობ, სანამ მშობელი გყავს და ვიღაც შვილოს გეძახის, თავი მაინც ბავშვი გგონია, ჩემს ცხოვრებაში ღრუბელი ჩამოწვა, როცა დედა წავიდა. მისი არსებობა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო,“ – ამბობს თამარ ივერი.