LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ცხვრის რეალიზაცია 60%-ით შემცირდა

91

საქართველოში ცხვრის რეალიზაცია წინა წლებთან შედარებით თითქმის 60%-ით შემცირდა. როგორც ”ფორტუნას” შპს ”სოფლის ნობათის” დირექტორმა ემზარ ბეჟიტაშვილმა განუცხადა,  ცხვრის ბიზნესი საქართველოში მომგებიანი აღარ არის.

” წინა წლებთან შედარებით რეალიზაცია კატასტროფულად შეგვიმცირდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიზნესი უკვე სულს ღაფავს. მოგებაზე თითქმის ვეღარ გავდივართ, გადასახადებსაც თვიდან-თვემდე ძლივს ვფარავთ”, – აღნიშნა ”სოფლის ნობათის” დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით,  რეალიზაციის შემცირებიდან გამომდინარე, საქონელზე ფასებიც შემცირებულია.

”როდესაც მოთხოვნა მცირეა, ბუნებრივია, ჩვენს პირუტყვს ვაიაფებთ. წელს ფასები ცხვარსა და თხაზე 20-25 %-ითაა  დაწეული. მაგალითისთვის, ამ წუთას ერთი სული ცხვრის გასაყიდი ფასი 90-100 ლარიდან იწყება. მაშინ, როცა წინა წლებში გაცილებით ძვირად ვყიდიდით”, – განმარტა ემზარ ბეჟიტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”სოფლის ნობათი” საკუთარ საქმიანობას საქართველოს მასშტაბით ახორციელებს და ექსპორტზე არ მუშაობს, ამის მიზეზი კი პირუტყვის რაოდენობის სიმცირეა. გარდა ამისა, როგორც ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, უცხოელი მყიდველები ცხვარში დაბალ ფასებს იხდიან  და კომპანიისთვის  ეს მომგებიანი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები