Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოში ცხოველთა ორთაბრძოლები კანონით აიკრძალება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ცხოველთა ორთაბრძოლები კანონით აიკრძალება

83

საქართველოში ცხოველთა ორთაბრძოლები კანონმდებლობის დონეზე აიკრძალება. შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ცვლილებების ინიციატორი გარემოს დაცვის კომიტეტი იქნება.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა.

ინიციატივის გათვალისწინებით, ასევე აკრძალულია თუ პირი: ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს; შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით და ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ; წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის;

იყენებს ან სხვას რთავს ნებას, თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად;

შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაამტკიცებს, ცვლილებები 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.