LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება ბიუჯეტიდან დაფინანსდება

93
274826122-319023246935155-6574782118672258069-n

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ომის დაწყებისთანავე საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ცხელი ხაზი აამუშავა.

“ტურიზმის ადმინისტრაციამ პირველივე დღეს ცხელი ხაზი აამუშავა, რათა ადამიანებს თავშესაფართან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონოდათ და პირიქით, დაბინავების მაქსიმალურად კარგი პირობები ჰქონდეთ. ამ კუთხით მადლობა მინდა გადავუხადო კერძო სექტორს სოლიდარობის გამოჩენისთვის. ამის შემდეგ ტურისტების განთავსება დავიწყეთ ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩა ნორმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე”, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

მისივე თქმით, რაც არ უნდა სოლიდარული იყოს კერძო სექტორი, ეს დიდი ხნის მანძილზე ვერ გაგრძელდება, ამიტომ სასტუმროებში მათი განთავსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. „ასევე სახელმწიფო იზრუნებს იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ. აქ ვგულისხმობ ტურისტებს, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგს შესაძლოა არ აქვს საარსებო საშუალება და არა – მხოლოდ თავშესაფარი. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ყველა ადამიანს ნორმალური პირობები ჰქონდეს”, – ამბობს დავითაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები