საქართველოში ჩამოსული უკრაინელი მზარეული სამსახურს ეძებს. მარტა დრობინა თბილისში კიევიდან ჩამოვიდა და სამუშაოს ძიებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში, ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში გამოაქვეყნა.
„უკრაინიდან ჩამოვედი, მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ სამზარეულოში საჭმლის მომზადებაში, ბლინები ნაირ-ნაირი შიგთავსით, პელმენები, ბორში, კომბოსტო… გთხოვთ დარეკეთ 591931846“, – წერს მარტა დრობინა.
აღსანიშნავია, რომ მის ამ განცხადებას ქართველების მხრიდან უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მას წარმატებებს უსურვებენ.
როგორც მარტა დრობინას ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ, ის წარმოშობით ხარკოვიდანაა და კიევში საცხოვრებლად 2021 წლის აპრილში გადავიდა. გოგონას სოციალურ ქსელში, მის მიერ მომზადებული სხვადასხვა კერძის უამრავი ფოტო აქვს გამოქვეყნებული და როგორც ჩანს, უკრაინაში ის საკმაოდ წარმატებული მზარეული იყო.