LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში BMW-ს ახალი 7 სერიის ოფიციალური პრემიერა გაიმართება

97

„ომეგა მოტორსის’’ შოურუმში, BMW-ს ახალი 7 სერიის ოფიციალური პრემიერა გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მედიის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ BMW-ს ახალ 7 სერიას , რომელიც ამ სერიის მეექვსე თაობის წარმომადგენელია.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილი აღჭურვილია განახლებული მომსახურების კონცეფციით- ახალი სენსორული ეკრანითა და ჟესტების აღქმის ფუნქციით , ასევე სრულიად ახალი პნევმატური დაკიდებით, ლაზერული მაშუქებითა, დისტანციური პარკირების ფუნქციით და კარბონის ძარის სტრუქტურით.

”ახალ ”მეშვიდე სერიას” გააჩნია უახლესი ასისტენტ-სისტემები და ამ ყველაფერთან ერთად, BMW-ს დიდი სედანი მართვისას შეუდარებელია. ეს არის მდიდრული კომფორტისა და მანევრულობის სრულყოფილი ნაზავი, სვლის კულტურის უმაღლესი სტანდარტით.”- განაცხადეს ”ომეგა მოტორსში”.

მათივე ცნობით, BMW-მ ახალ ”მეშვიდე სერიაზე” მუშაობისას ყველა დეტალი და ნიუანსი ოპტიმალურად გაითვალისწინა და შექმნა ავტომობილი, უფრო მსუბუქი, უფრო ეკონომიური და, ამავდროულად, უფრო მდიდრული – მაქსიმალური მართვის სიამოვნების შენარჩუნებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები