Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება იწყება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება იწყება

92

საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით, ნოემბერში საქართველოში არსებული 80 ბენზინგასამართი სადგური შემოწმდება.

როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ განუცხადა, შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდება და მის ფარგლებში დაახლოებით 240-მდე სინჯის აღება მოხდება. კომპანიებს, რომლებიც ნორმებთან შეუსაბამო საწვავის რეალიზაციას ახდენენ, 8 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრებათ.

„გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი და საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მეშვეობით უზრუნველვყოფთ ამ კვლევების ჩატარებას. შემოწმებები განხორციელდება მოულოდნელად. კომპანიებთან შესამოწმებლად მივალთ ისე, რომ მათ ამის შესახებ არ ეცოდინებათ. როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის, ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, სანქცია გახლავთ 10 000 ლარი, ხოლო რეალიზაციისას თუ ხდება ისეთი საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ნორმებს, სანქცია გახლავთ 8 000 ლარი,“ – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

მისივე ინფორმაციით, მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვარი კიდევ უფრო გამკაცრდება. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, დიზელში გოგირდის შემცველობის ნორმა არაუმეტეს 50 მილიგრამისა იქნება, თუმცა ამ ნორმების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები