„საქართველოში ბავშვების 28%-ში ჭარბი წონა აღინიშნება, 11% კი მსუქანია“ – ამის შესახებ ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, ბავშვებში ხილის და ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი დაბალია:
„ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის (COSI) 2022 წლის კვლევის თანახმად, ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა (ბიჭების 30% და გოგონების 26%), ხოლო 11% მსუქანია.
დაბალია ხილის და ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.