LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბანგლადეშის 8 მოქალაქე დააკავს

134

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე რვა პირი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს.

ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები