LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია იმყოფება

115
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი საფრთხის ზონებს, ტყის მართვის გამოწვევების მქონე არეალებსა და იმ სატყეო ფართობებს გაეცნენ, სადაც ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელობამ ავსტრიელ კოლეგებს მუხის სახეობისა და მუხნარი კორომების მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან ავსტრიაში კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შედეგად, ფოთლოვანი სახეობები და განსაკუთრებით მუხა მოწყვლად სახეობად ითვლება.

ასევე, გაეცნენ საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და პრაქტიკას, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასა და მდგრადი, ბუნებრივი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

მხარეებმა, ტყეებზე კლიმატის ცვლილების გავლენის, ბუნებრივი საფრთხეების მართვასა და ტყის აღდგენასთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც უმასპინძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები