LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავიარეისების ზრდამ საავიაციო ნავთის იმპორტიც გაზარდა

91

საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების ზრდამ საავიაციო ნავთის იმპორტიც გაზარდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იუწყება, რომელიც შესაბამის განცხადებას ავრცელებს:

”2017 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 78,1 ათასი ტონა, რაც 17.3 ათასი ტონით ანუ 28,4 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (60,8 ათასი ტონა), ხოლო 26 ათასი ტონით ანუ 49,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (52,1 ათასი ტონა) შედარებით .

ქვეყნების მიხედვით, 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 36,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 24,5 ათასი ტონა (31,4%), საბერძნეთი – 16,2 ათასი ტონა (20,7%), თურქეთი – 0,8 ათასი ტონა (1,0%), იტალია 0,5 ათასი ტონა (0,6%).

ბოლო წლების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას”, – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები