საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება.
მოხსენებისას ძირითადად შეფასებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდება.
ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. საკითხი დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების მხრიდან დადგა.