LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში არსებობს საჯარო სკოლა, რომლის 10-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT ბაკალავრიატის სრული დაფინანსება მიიღო“ – ნატალია სამარგულიანი

2257
405372325_848392377082787_7341459410204616490_n

საერთაშორისო განათლების კონსულტანტი, One World-ის ხელმძღვანელი ნატალია სამარგულიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომაროვის სკოლის 10-მა კურსდამთავრებულმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT ბაკალავრიატის სრული დაფინანსება მიიღო.

„ამ პატარა საქართველოში არსებობს საჯარო სკოლა, რომლის 10-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა მიიღო MIT – ის ბაკალავრიატის სრული დაფინანსება.

MIT მსოფლიოში პირველ ადგილზეა (ჰარვარდი, ოქსფორდი, კემბრიჯი, სტენფორდი და მიტ ეჯიბრებიან ძირითადად) ტექნოლოგიური სწავლების მიმართულებით. მიღების მაჩვენებელია დაახლოებით 4%, ანუ 100 აპლიკანტიდან საშუალოდ იღებენ მხოლოდ ოთხს და ამ ოთხიდან დაფინანსებას აძლევენ საშუალოდ ორს. ჩემი რეკომენდაცია სკოლა კომაროვს ⭐️“, – წერს ნატალია სამარგულიანი.

 

ამ პატარა საქართველოში არსებობს საჯარო! სკოლა, რომლის 12-მა კურსდამთავრებულმა მიიღო MIT – ის ბაკალავრიატის სრული…

Posted by Natalia Samarguliani on Tuesday, November 28, 2023