LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არის სოფლები, სადაც 20-25 წელია, ოჯახები აღარ შექმნილა

157

მაღალმთიანი რეგიონების ნაწილში 20-25 წელი დაოჯახებული წყვილი არ გვყავს- ამის შესახებ „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შობადობის გაზრდისა და სიკვდილიანობის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა დემოგრაფიული თვალსაზრისით ქვეყანა კვლავ პრობლემის წინაშე დგას.

„მესტიაში, ყაზბეგში, თუშეთში არის სოფლები, სადაც წლებია ქორწინება არ შემდგარა. 20-25 წელი ოჯახი არ შექმნილა. რაჭაში მძიმეა დემოგრაფიული მდგომარეობა, განსაკუთრებით ონის რაიონში,“ – აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, 2013 წელს ქორწინებამ იმატა, 2015 წელს კი წინა წლებთან შედარებით ცოტა იკლო.

თამარ ჩიბურდანიძე პატრიარქის მიერ ინიცირებულ საყოველთაო ჯვრისწერის საკითხსაც ეხმაურება და მიაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს დემოგრაფიული საკითხების მოგვარებას.

ჩიბურდანიძე ამბობს, რომ 2020 წლიდან ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დადგება, რადგან 2000-იან წლებში გოგონათა შობადობა რამდენჯერმე მცირე იყო ბიჭთა შობადობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები