LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არაფრის დეფიციტი არ შეიქმნება და ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლდება – ეკონომიკის მინისტრი

97
sursati

ჩვენი შეფასებით და ანალიზით, საქართველოში არაფრის დეფიციტი არ შეიქმნება და ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლდება სხვა ქვეყნიდან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინას ფიზიკურად აქვს შეზღუდული ექსპორტის საშუალება, ბევრი საწარმო გაჩერებულია და შიდა სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ აკრძალეს გარკვეული პროდუქტების ექსპორტი.

მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესი ახდენს გადაწყობას. ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში არსებობს თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტის მარაგები და შესაბამისად, ქვეყანაში შაქრის დეფიციტი ვერ იქნებოდა.

„როდესაც შაქრის შეძენის პანიკური პროცესი დაიწყო, კომპლექსური მიწოდების ჯაჭვმა ვერ მოახერხა დახლების შევსება და პანიკა ყოველთვის ასეთ ზემოქმედებას ახდენს. გვახსოვს პანდემიის პირველი დღეები, ზუსტად ანალოგიური მოხდა. დღევანდელი მონაცემებით, შაქარზე 3-ჯერ უფრო მეტია მოთხოვნა საცალო ობიექტებიდან, მაშინ, როდესაც შაქრით დატვირთული რამდენიმე ათეული ვაგონი და მრავალი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საზღვრებთანაა და უახლოეს დღეებში უნდა შემოვიდეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები