მოსკოვში საქართველოსთან მიმართებაში დამატებით შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს კომიტეტის წევრი, ფრანც კლინცევიჩი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ბოლო ცნობებს საქართველოდან: კინოთეატრებმა რუსულენოვანი და რუსულად თარგმნილი ფილმების ჩვენება შეაჩერეს. ფაქტობრივად, საუბარია რუსულენოვანი მაყურებლების ბოიკოტზე. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ, დამატებითი საპასუხო ზომების მიღება გვაიძულოს, რომელიც ტურისტულ ემბარგოს გასცდება,“ – წერს კლინცევიჩი.
კლინცევიჩი ასევე ამბობს, რომ ბოლო დროის გამოცდილების მიხედვით, რუსი ტურისტების ჩანაცვლება ძლიერი ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანამაც კი ვერ შეძლო.