სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, შპს „ლიდერფუდი“ წარმოების გაფართოებას შეძლებს და 2017 წლის მარტში ქართულ ბაზარს ახალი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეემატება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საწარმო რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს, აღჭურვილი იქნება თანამედროვე საწარმოო დანადგარებით და მაღალ-ტექნოლოგიური შიდა ლაბორატორიით, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება პროდუქტის ხარისხის შემოწმება და განვითარება.
ამასთან კომპანია იწყებს სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავებასა და დანერგვას რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს.
კომპანიაში სადაც ამჟამად 400-მდე ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დასაქმებულთა რიცხვი 700 ადამიანამდე გაიზრდება, ხოლო საწარმო, რომელიც მცხეთაში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შენდება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში.
შპს „ლიდერფუდი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაშიპ როცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 დოლარს შეადგენს.