Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოში ამერიკული კაპიტალით, 351 მოქმედი კომპანია ფუნქციონირებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ამერიკული კაპიტალით, 351 მოქმედი კომპანია ფუნქციონირებს

53
280606796_301343948853264_5054224323850650790_n

ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნათანს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ყურადღება გამახვილდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის თბილისში გახსნის მნიშვნელობაზე. ქართული მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება და განიხილავს, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გამოვლინებას.

აღსანიშნავია, რომ კორპორაციის მეშვეობით, საქართველოში არაერთი დარგის მხარდაჭერა განხორციელდა, როგორებიცაა: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, ჯანდაცვა, წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვ. კორპორაციამ ქვეყნის ეკონომიკაში 750 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება განახორციელა და ამჟამად, 12 მოქმედ პროექტს ახორციელებს, საერთო ღირებულებით 188 მლნ აშშ დოლარი.

აშშ-ს მიერ საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 1,8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2022 წლის 1 მარტის მონაცემებით, საქართველოში ამერიკული კაპიტალით 351 მოქმედი კომპანია ფუნქციონირებს და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა: ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, საფინანსო სფერო, წარმოება, ინფრასტრუქტურა და უძრავი ქონება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები