საქართველოს ბანკი კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია – All Star გაიმართება.
All Star-ის ფარგლებში საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს.
ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენვების, სამქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში.
2024 წლის სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩს, 28 იანვარს, 19:00 საათზე „თბილისი არენა“ უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
(R)