LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

132
IMG-8676-e1559329728557

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს, 14:00 საათზე, ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს განახორციელებსპეის ჯგუფი“, რომელიც რეგიონში ერთერთი უმსხვილესი კომპანიაა.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC-ის მიერ საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC-ის ინვესტიციაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები