LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის – რა მიმართულებით იფრენს FLYONE 

220
flyone

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია FLYONE შემოდის. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, დაბალბიუჯეტური მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის, ფრენები მიმდინარე წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 8 ივნისს მიანიჭა.