LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია: უმუშევრების თითქმის ნახევარი, 34 წელზე უმცროსია

124
Tbilisi Georgia

„საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და უმუშევრების თითქმის ნახევარი, 34 წელზე უმცროსია,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში, სადაც ასევე წერია, რომ საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე, რეგიონის მასშტაბით, მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას.

ამ გამოწვევებს შორის, სავალუტო ფონდი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ქვეყანაში არსებულ მაღალ უმუშევრობის დონეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან, 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 62,000 ათასით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი გახდა 90,000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით, 27,000 სამუშაო ძალას შეუერთდა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს – საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური აღდგენა შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ, თუ ვაქცინაციის ძლიერი ტემპი იქნება მიღწეული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაგვიანებული და ნელი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, თუმცა აგვისტოს განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატებასთან ერთად, ის დაჩქარდა.

სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნებისთვის ვაქცინაციის წახალისება კრიტიკულად აუცილებელია. ფონდის შეფასებითვე, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა – 7.7%-ით, 2022-ში კი 5.8%-ით გაიზრდება – ორივე პროგნოზი ეფუძნება დაშვებას, რომ წელს ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის სამიზნე 60% აიცრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები