LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „6 ქალი“ იწყება – ახალი პროექტი ქალთა ბიზნეს საზოგადოებისგან

380
187540728-101152202169803-458037534505346504-n

„6 ქალი“ ქალთა ბიზნეს საზოგადოების ახალი პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებელი ქალი ანტრეპრენერების და მეწარმეების ინდივიდუალურ გადამზადებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნული აქტივობების გარდა, პროექტის მონაწილეებს ქოუჩინგ სესიებსაც შესთავაზებენ.

როგორც „ფორტუნას“ ქალთა ბიზნეს საზოგადოების თანა-დამფუძნებელმა რუსუდან კვანტალიანმა განუცხადა, პროექტი სრულიად განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს ბენეფიციარებს და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული.

„პროექტის ექვსი მონაწილე კონკურსის წესით შეირჩა და ისინი ხუთ სხვადასხვა რეგიონს (სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი, კახეთი, სამაჩაბლო) და ხუთ სხვადასხვა სექტორს წარმოადგენენ, მათ შორის: მეცხოველეობა, საკვები პროდუქტები, კოსმეტიკა, სტუმარ- მასპინძლობის და მოდის ინდუსტრია. პროექტი 1 დეკემბერს იწყება და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება“, – ამბობს რუსუდან კვანტალიანი.

ორგანიზაციის შესახებ

ქალთა ბიზნეს საზოგადოება არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ანტრეპრენერი და ლიდერი ქალების გაძლიერებას საქართველოში. ორგანიზაცია ეხმარება ნაკლებად პრივილეგირებული ეკონომიკური ქალების სეგმენტს, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია, განავითარონ ახალი უნარ-ჩვევები, დაამყარონ საჭირო ბიზნესკონტაქტები და სხვა.

განვლილი პროექტები

1) #herstory – ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას და მათი წარმატების ისტორიის საზოგადოებისთვის გაცნობას.

2) „მეწარმე ქალთა გაძლიერებისთვის“ – ტრენინგების სერია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში მონაწილე მეწარმეების ჯგუფურ გადამზადებაზე იყო ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები