რესტორან ,,ფუნიკულიორში“ დღეს 19.30 საათზე, ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოში მე-6 000 000 ტურისტის ჩამოსვლას და მისთვის სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებებს ეხება.
ვიდეორგოლის ჩვენებასთან ერთად დაგეგმილია ახალი ინტერნეტპორტალის, www.hostme.ge-ს პრეზენტაციაც, სადაც ონლაინ-რეჟიმში ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობებისა თუ ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება.
პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრება.