LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 50-60%-ს ზემოთ ე.წ. “ბრიტანული შტამი” ცირკულირებს: გამყრელიძე

102
Untitled design (2)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 50-60%-ს ზემოთ კორონავირუსის ერთ-ერთი ვარიანტი ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და მან ევროპის პროცენტული მაჩვენებელიც დაასახელა:

“მთლიანად ევროპაში დღეს დაახლოებით 90% ცირკულირებს “ბრიტანული შტამი” და მათ შორის, საქართველოს პროგნოზირება რომ კეთდება, უკვე ასეთია ციფრები 50-60%-ს ზემოთ ჩვენთან ცირკულირებს ე.წ. ბრიტანული შტამი” .- თქვა გამყრელიძემ.

ბრიფინგზე შტამის შესახებ ისაუბრა ამირან გამყრელიძის მოადგილემ პაატა იმნაძემაც.

მისი განმარტებით, აღნიშნული შტამი ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, ვიდრე მანამდე ცირკულირებად შტამები და ახლაც, ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ განსხვავებები დაიჭირონ:

“ძალიან კარგად ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება და მისი განსხვავება სწორედ ის არის, რომ ის ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, გადამდებლობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ, მანამდე ცირკულირებად შტამებს ჰქონდათ. ახლაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ განსხვავებები დავიჭიროთ. „ბრიტანული შტამი“ ნახევარზე მეტია, ამიტომაც ხდება ასეთი სწრაფი გავრცელება სხვა მიზეზებთან ერთად და ეს კვლევები მუდმივად გრძელდება. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ქვეყანაში მარტო ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული.” – თქვა იმნაძემ.

მისი განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით გაჩნდა უამრავი შტამი, ამიტომ  ლუგარის ცენტრშიც მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს – გამყრელიძე