საქართველოს ავიაბაზარს Qatar Airways, LOT Polish Airlines, Aegean Airlines და Ryanair უბრუნდებიან. აღნიშნული ავიაკომპანიები COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ქართულ ავიაბაზარზე მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდნენ, თუმცა 1-ელი ნოემბრიდან რეგულარული ფრენების შესაძლებლობა მიეცემათ. რეგულარულ რეისებს განაახლებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე განაახლეს ფრენები Lufthansa-მ, Air France-მა, airBaltic-მა და Wizz Air-მაც.
14 ქალაქი, სადაც ნოემბრიდან რეგულარული რეისები შესრულდება
რომელი ქვეყნების მიმართულების შეგიძლიათ ნოემბრიდან გაფრენა
ცნობისთვის, საქართველოდან კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით რეგულარული რეისები 1 ნოემბრიდან აღდგება. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა.