16 აპრილიდან, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში 31 გრადუსამდე დათბება.
„16 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება +30, +31 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება.
19-20 აპრილამდე, მოსალოდნელია უნალექო ამინდები, 20 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“, – განუცხადა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.