LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდა: ამირან გამყრელიძე

283
გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო 24 საათში, 3 089 აცრა ჩატარდა, ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია კი 77 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები სწავლობენ, თუმცა, გამყრელიძის განცხადებით, თითქმის ყველასთან ეს ინფექცია წავიდა საკმაოდ მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომოდ.

საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება: ამირან გამყრელიძე

ბოლო დროის ყველაზე აქტუალური კითხვა – როდის დავლევ ვაქცინაციის შემდეგ? – რას პასუხობს გამყრელიძე

პირველი დოზით აცრის შემდეგ ინფიცირების შემთხვევებზე გუშინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეც საუბრობდა.

როდის გაუკეთდებათ ვაქცინის მეორე დოზა პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირებულ პირებს: იმნაძე განმარტავს

გამოჯანმრთელდა 1 131 პაციენტი, დაინფიცირდა 1 547 და გარდაიცვალა 18 ადამიანი – განახლებული კოვიდსტატისტიკა