LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდზე დაკიდებული შუშის კაფე-ბარის გახსნა გადაიდო

957
sylztb5ph-84-47-1197-674-xx-large-1-2021-04-18-10-02-59-648409

წალკის კანიონზე კომპლექსის გახსნა 2022 წლის გაზაფხულამდე გადაიდო. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს, რომელიც პროექტის განმახორციელებელ კომპანია Kass land-ის დირექტორს, ეკატერინე თორდიას ესაუბრა.

„მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, რაც კოვიდსიტუაციას უკავშირდება, ხიდის მასალების ჩამოტანა შეფერხდა. ქარხანამ, საიდანაც კონტრაქტორი კომპანია მასალებს ელოდებოდა, მისი გამომზავნა ევროპაში არსებული რთული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყო. ვინაიდან, ხიდი კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და დაკავშირებულია ყველა ატრაქციასთან, იძულებულები გავხდით სივრცის მთლიანად გახსნა გადაგვედო,“ – აცხადებს ეკატერინე თორდია.

შეგახსენებთ, საუბარია ეკოტურისტული სივრცის პროექტზე, რომლის გახსნაც 2021 წლის ივლისში იგეგმებოდა. პროექტს საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე ებრაული კომპანია Kass land 120 მლნ ლარის ინვესტიციით ახორციელებს და ის 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის, სასტუმროს, რესტორნის, ე.წ „ზიპლაინის“, ველობილიკის, სპას, ღია და დახურული აუზებისა და სასადილო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვარიელებელს.

კანიონი ქ.თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები