LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, ფრენების 69% აღდგა – EUROCONTROL

47
Domestic-Flights

EUROCONTROL ევროპის ქვეყნებში საავიაციო სფეროს აღდგენის თაობაზე მორიგ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, ფრენების 69% აღდგა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ EUROCONTROL-ის ცნობით, საქართველოში საერთაშორისო ფრენების (გაფრენა-მოფრენა) რაოდენობა 88%-ით აღდგა, საერთაშორისო გადაფრენების – 60%-ით, ხოლო შიდა ფრენების – 37%-ით.

2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, აგვისტოში ევროპის ქვეყნებში ფრენების 71% იყო აღდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები