2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1 760 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემციებულია. 2016 წელს საქართველოში 1904 მოქალაქე დაადეპორტეს.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 6 თვეში ყველაზე მეტი, საქართველოს 874 მოქალაქის დეპორტაცია თურქეთიდან განხორციელდა. მეორე ადგილზეა გერმანია, (206 პირი); მესამეზე ისრაელი (200); მეოთხეზე რუსეთი (78); მეხუთეზე კი საფრანგეთი (56 პირით).
ათეულში ასევე შედის შვედეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი და შვეიცარია.
დეპორტაციის ყველაზე ნაკლები შემთხვევა მექსიკიდან და მალაიზიიდან დაფიქსირდა (1 პირი)
რაც შეეხება საქართველოში შემოსვლას 2017 წლის 6 თვეში უარი 2 922 პირს ეთქვა.
მათ შორის უარი ყველაზე მეტჯერ ინდოეთის მოქალაქეებს უთხრეს (571 პირს) შემდეგ მოდის თურქეთი – 492; აზერბაიჯანი – 418; რუსეთი – 230, სირია – 175 და უზბეკეთი – 171.
ამავე პერიოდში საქართველოდან სულ 44 პირი გააძევეს.
მათ შორის 6-6 აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქე, 4-4 კი ინდოეთის, ნიგერიისა და ჩინეთის მოქალაქე.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი სამართალდარღვევა საქართველოში შემოსვლაზე უარს ეხება. შემდეგ მოდის დეპორტაცია, სავიზო რეჟიმის და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა.