Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი და პროდიუსერი, ნანა საჯაია უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ამონარიდს ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“ჩემი საყვარელი ჟანრია გლობალოზაციის ახსნა სახალხო მაგალითებით
აგერ ესეც – ზუგდიდელი საჯაია ელაპარაკება გაგრელ არახამიას (ვაშინგტონიდან კიევში) ინგლისურად ამერიკული ტელევიზიისთვის, მერე ამონარიდები ხვდება ისევ ქართულ მედიაში.
FOX NEWS-ის ჟურნალისტი: დავით, თქვენ აფხაზეთიდან ხართ. მითხარით, როგორი შეგრძნებაა რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა, როდესაც თქვენი ორივე სამშობლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული?
დავით არახამია: სიგიჟეა, 12 წლის ვიყავი, როცა ჩემი ქვეყნის დატოვება და გაქცევა მომიწია, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცები შემოიჭრნენ ჩემს ქვეყანაში. აქ გადმოვედი, გავიზარდე, ავაშენე საკუთარი ბიზნესი, ოჯახი შევქმენი და შვილები უკრაინაში გამიჩნდა. უკრაინაში ძლიერი ვიყავი, და შემდეგ იგივე ხდება აქ, იგივე ხალხი. ჩემთვის ეს ძალიან პირადულია. 12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა – 42 წლის აუცილებლად ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ მათ შესაჩერებლად”, – წერს ნანა საჯაია.