LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 10-მდე წისქვილ-კომბინატმა მუშაობა გააჩერა

83
Ukrainian-bread-in-the-Hutsul-culture2

ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, ხოლო ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ – დაახლოებით, ათამდე წისქვილ-კომბინატმა გააჩერა მუშაობა და თუ მომდევნო თვეებში ეს ტენდენცია გაგრძელდა, სხვა წისქვილ-კომბინატებს პრობლემები შეექმნებათ, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა. მისი განმარტებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთიდან გამოიტანს ხორბალს, თავისი საბაჟო კავშირის ქვეყნების გარდა, იხდის მცურავ ბაჟს და თუ სეზონის დასაწყისში საიმპორტო ბაჟი 25 დოლარი იყო, დღეს 90 დოლარია.

„სამწუხაროდ, ჩვენ ყოველ კვირას გვიხდება ახალი ბაჟის გამოცხადება და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არის აღმავალი. თუ სეზონის დასაწყისში 240 დოლარი ღირდა ხორბლის შემოტანა, დღეს 350 დოლარი ღირს. შესაბამისად, ეს პრობლემაა, თუმცა აქ უფრო დიდი პრობლემა შეიქმნა წისქვილ-კომბინატებისთვის. სეზონის დასაწყისში, ვიდრე რუსეთი შემოიღებდა მცურავ ბაჟს, გადასახადი ხორბლის და ფქვილის იმპორტზე იყო ნული, ხოლო მცურავი ბაჟის შემოღების შემდეგ ფქვილზე იმპორტის გადასახადი დარჩა ნული, ხოლო ხორბალზე გადასახადი მცურავი ბაჟის შესაბამისად იცვლებოდა. დღეს ფქვილის შემოტანის საიმპორტო ბაჟი არის ნულის ტოლი, ხოლო ხორბლის შემოტანის საიმპორტო ბაჟი არის 90 დოლარის ტოლი. შესაბამისად, ეს დიდი სხვაობა ხორბლის და ფქვილის იმპორტის გადასახადს შორის იწვევს იმას, რომ ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, ხოლო ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ. აქედან გამომდინარე, შედეგი გვაქვს ის, რომ დაახლოებით, ათამდე წისქვილ-კომბინატმა გააჩერა მუშაობა და თუ მომდევნო თვეებში ეს ტენდენცია გაგრძელდა სხვა წისქვილ-კომბინატებს პრობლემები შეექმნებათ“, – განაცხადა სილაგავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები