უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კიევსა და ბათუმს შორის დღეში 2 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, – ინფორმაციას საქართველოში SkyUp Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „ავიაქსელი“ ავრცელებს.
„ძვირფასო პარტნიორებო, მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმი-კიევი-ბათუმის რეისები შესრულდება დღეში ორჯერ. განრიგი:
ბათუმი-კიევი 14:55 16:25 ყოველდღიურად;
ბათუმი-კიევი 19:25 20:55 ყოველდღე 17 ივნისიდან;
კიევი-ბათუმი 10:40 14:05 ყოველდღიურად;
კიევი-ბათუმი 15:00 18:25 ყოველდღე 17 ივნისიდან.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. SkyUp Airlines ზრდის ფრენების რაოდენობას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – ნათქვამია „ავიაქსელის“ განცხადებაში.