საქართველოსა და ნორვეგიას შორის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ პირველი გოლი მეთხუთმეტე წუთზე ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელმა ალეკსანდერ სიორლოტმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრების რიგებში კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩებს 17 ივნისს კვიპროსის, 20 ივნისს კი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი