LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

119
12

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს პრეზიდენტმა მირტა კაპურალიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, ორმხრივ დონეზე საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ბარსელონაში კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.