LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმი კარგი შესაძლებლობაა კავშირების გაძლიერებისთვის – ზალკალიანი

44
BeFunky-collage (7)

“მიხარია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  „ტვიტერში“ წერს.

როგორც დავით ზალკალიანი აღნიშნავს, გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებას.

“ეს ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის და ის კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს,” – აღნიშნავს მინისტრი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გუშინ პრეზიდენტების დონეზე ხელი მოაწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები