LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია – როგორია სექტემბრის სტატისტიკა

67
ტურისტები-საქართველოში

საქართველოში ყველაზე მეტი, 163 192 საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, წლიური ზრდა 392%-ია – ასეთია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სექტემბრის მონაცემები.

რუსეთს მოსდევს სომხეთი, შემდეგ კი – თურქეთი. ყველაზე ნაკლები ვიზიტორი საქართველოს ყაზახეთიდან ესტუმრა.

10 ლიდერი ქვეყნის ჩამონათვალი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • რუსეთი – 163 192 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 392.4%);
  • სომხეთი – 83 603 ვიზიტორი (ზრდა 360.4%);
  • თურქეთი – 81 790 ვიზიტორი (ზრდა 153.4%);
  • საქართველო (არარეზიდენტი) – 34 895 ვიზიტორი (ზრდა 63.7%);
  • ისრაელი – 24 050 ვიზიტორი (ზრდა 204.6%);
  • ბელარუსი – 19 644 ვიზიტორი (ზრდა 65.7%);
  • უკრაინა – 18 269 ვიზიტორი (კლება წინა წელთან 20.5%);
  • ირანი – 17 277 ვიზიტორი (ზრდა 908%);
  • საუდის არაბეთი – 41 913 ვიზიტორი (ზრდა 155%);
  • ყაზახეთი – 14 870 ვიზიტორი (ზრდა 36%).

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3% იყო, აღდგენილია საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 83.8%.