LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელმა ჯვარმა სამედიცინო და საველე აღჭურვილობა მიიღო

105
94337783-591010148432503-6155892413933027328-n

COVID-19-ის რისკის შემცირებასა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, საქართველოს წითელმა ჯვარმა დღეს სამედიცინო და საველე აღჭურვილობა მიიღო თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მხარდაჭერით.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – ლელა აქიაშვილი.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ჰუმანიტარული დახმარება თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებიდან. პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა გადაეცემათ ჩვენს მოხალისეებს, რათა მათ გააგრძელონ ის ყოველდღიური საქმიანობა, რასაც ახორციელებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება რეგიონებსა და თბილისში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას, მხარდაჭერისა და თანადგომისთვს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამარტივებული წესით მოხდა ტვირთის შემოსვლა საქართველოში“ – განაცხადა საქართვლოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ

„COVID-19-ით გამოწვეული კრზისის დაწყებისთანავე, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მონაწილეობს მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ყოველდღიურ რეჟიმში, წითელი ჯვრის მოხალისეები თბილისის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობების და მუნიციპალიტეტბის თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უმნიშვნელოვნესი უფლებების, კერძოდ კი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას. დღევანდელი შედეგიც, მათი თავჩაუხრელი შრომის და ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია,“ – განაცხადა ლელა აქიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხბში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები