Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოს წითელმა ჯვარმა ახალი საქველმოქმედო კამპანია „გაუხალისე სასწავლო წელი“ #განათლებულითაობისთვის დაიწყო  – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელმა ჯვარმა ახალი საქველმოქმედო კამპანია „გაუხალისე სასწავლო წელი“ #განათლებულითაობისთვის დაიწყო 

124
fortuna.ge (15)

„საქართველოს წითელმა ჯვარმა“ საქველმოქმედო კამპანია – „გაუხალისე სასწავლო წელი“ #განათლებულითაობისთვის დაიწყო, რომელიც 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, საქველმოქმედო კამპანია თბილისსა და ბათუმში მცხოვრები ბავშვებისთვის ხორციელდება, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

კამპანია ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ ერთად ხორციელდება და შეგროვებული თანხა ბავშვებისთვის ძირითადი სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდება.

„შეგახსენებთ, დონაცია შეგიძლიათ გაიღოთ, როგორც ნაღდი ფულით აგრეთვე ონლაინ, თქვენი დახმარებით ჩვენ შევძლებთ, რომ ბავშვები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ.

დონაციის ყუთი განთავსებულია „გუდვილის“ ფილიალებში მისამართებზე:

თბილისი: ფარნავაზ მეფის #1, გალერეა თბილისი შოთა რუსთაველი 2/4 #34, ქავთარაძის #1.

ბათუმი: გორგილაძის#88,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.