LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ესტუმრა

151
118481657-730828060831812-5746538175475456027-n

დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე სამუშაო ვიზიტით ესტუმრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს, სადაც მან გამართა შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან. ასევე ნათია ლოლაძემ მოინახულა წითელი ჯვრის ონისა და ამბროლაურის ფილიალები და ადგილზე გაეცნო რეგიონში არსებულ ვითარებას.

29 ივლისს მომხდარი წყალდიდობის დროს დიდი ზიანი მიადგა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს. კერძოდ, ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი მოწყდა გარესამყაროს, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სამეურნეო მიწები, ხეხილი, რაც დაზარალებულ ოჯახთა შემოსავლის ძირითადი წყაროა. რეგიონში მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ონში დაზარალებულ 658 ოჯახს უზრუნველყოფს პირველადი საჭიროებებით. ჯამში ონის, ქუთაისის, ლანჩხუთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ჰუმანიტარული დახმარება გაეწევა 3 170 ადამიანს, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ. მათ დასახმარებლად მობილიზებულია წითელი ჯვრის 40-მდე მოხალისე.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება, რაც მოიცავს სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებას. ორგანიზაცია ჰუმანიტარულ დახმარებას ახორციელებს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა(IFRC) და ევროკავშირის მხარდაჭერით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელმა ჯვარმა ქვეყნის მასშტაბით უკვე 100 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები