საქართველოს წითელი ჯვარი სინოფარმის 100 000 ვაქცინას მიიღებს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვარი ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში.
ჯანმომ „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა
„დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, შეხვდნენ.
ნათია ლოლაძემ შეხვედრაზე გააჟღერა, რომ ჩინეთის წითელი ჯვრისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით საქართველოს წითელი ჯვარი 100 000 სინოფარმის ვაქცინას მიიღებს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში. ამ მიმართულებით ტარდება არაერთი ღონისძიება, მათ შორის, მიმდინარეობს მუდმივი საინფორმაციო კამპანიები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები საინფორმაციო მასალებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ავრცელებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1-ლი მაისიდან წითელი ჯვრის ქვემო ქართლის ფილიალების თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ვაქცინაციის მსურველ ადგილობრივ მოსახლეობას, წითელი ჯვრის ცხელი ხაზის ოპერატორების დახმარებით, რეგისტრაციის გავლაში ეხმარებიან“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.