LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს „ვენდიმ” მარკეტინში ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

125

იაპონიაში გამართულ „ვენდის” საერთაშორისო კონვენციაზე Diamond Award 2018, საქართველოს „ვენდიმ” ჯილდო მიიღო. Diamond Award არის „ვენდის” სისტემაში არსებული უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად,მსოფლიოს მასშტაბით, იღებს ის ქვეყანა, რომელიც  წლის მანძილზე გამორჩეული იყო ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობებით.

 ელენე კოხრეიძე, „ვენდისმარკეტინგის დირექტორი: „2018 წელი საკმაოდ პროდუქტიულია „ვენდისთვის”. მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. მათ შორის, ერთ-ერთი  აღსანიშნავი იყო მექსიკური პროდუქტების Arrriba Trio-ს ჩაშვება ქართულ ბაზარზე. ამ პროდუქტებმა დიდი წარმატება მოგვიტანა, რაც პირველ რიგში, გაყიდვების ზრდაში აისახა. პროდუქტების ლოკალიზაციამ და  ეფექტურმა მარკეტინგულმა აქტივობებმა ჩვენს რესტორნებში მომხმარებლების რაოდენობის ზრდა მოიტანა, რაც, ბუნებრივია, ძალიან გვახარებს და სტიმულს გვაძლევს.

საქართველოში დამზადებული, ყოველდღიურად ახალი საქონლისა თუ ფრინველის ხორცი, პური და სხვა ინგრედიენტები ჩვენს ბურგერებს, ვრეპებს და სხვა პროდუქტებს განსაკუთერბულ ელფერს სძენენ და მომხმარებელში ჩვენი ბრენდისადმი მაღალი სანდოობის ხარისხის განაპირობებენ. ამ ყველაფერთან ერთად, სწორად გათვლილი მარკეტინგული აქტივობები საბოლოოდ საინტერესო შედეგებს იძლევა და Diamond Award 2018 ჯილდოს მოპოვებაც სწორედ ამის აღიარებაა.„ვენდის” მთავარი განმასხვავებელი ნიშანი პროდუქტების ძალიან მაღალი ხარისხია და ბრენდის მთავარ დანაპირებს – „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ ჩვენ არასოდეს არ ვუღალატებთ“.

შეგახსენებთ, „ვენდის” ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა” 2013 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები