საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და ქართულ ტურისტულ კომპანიებთან ერთად პოლონეთში, ვროცლავში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (International Tourism Fair Wroclaw) მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პოლონურ ტურისტულ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობისა და ტურების დაგეგმვის მიზნით.
პოლონური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საზღვაო კურორტებით, კულინარითაა და სათავგადასავლო ტურისტული აქტივობებით.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 13 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა. მასში 200-მდე ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა.