LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს თასისთვის დინამო და სიონი ქუთაისში იბრძოლებენ

90

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები ჩატარდა და ფინალისტებიც გაირკვნენ. 18 მაისს, ქუთაისში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდებიან.

ბოლნისელები ნახევარფინალურ ეტაპზე თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხეს მეტოქე. პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ბოლნისში გამართულ განმეორებით მატჩში კი, „სიონმა“ 3:1 დაამარცხა მეტოქე და არსებობის ისტორიაში მეორედ მოახერხა საქართველოს თასის ფინალში გასვლა. აღსანიშნავია, რომ 2002-2003 წლის სეზონის თასის ფინალშიც „სიონის“ მეტოქე თბილისის „დინამო“ გახლდათ.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. თბილისში გამართული პირველი შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ივანწმინდაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და ტაიმიც მოიგეს. მეორე ნახევარში თბილისელები გააქტიურდნენ და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვეს. ორი მატჩის ჯამში “დინამომ” 5:1 მოიგო. საქართველოს ჩემპიონი თასის ფინალში ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს. ჯამში კი, თბილისის „დინამო“ ამ ტიტულისთვის მეთხუთმეტედ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების სეზონში, ისტორიაში პირველად, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 18 მაისს გაიმართება.

 

 
სიონი – ვიტ-ჯორჯია 3:1 (5:3)

სიონი: მერლანი, სვანიძე, ვ. კილასონია, რაზმაძე, გოგობერიშვილი (56, გვალია), ვასაძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე (89, საჯაია), მანჯგალაძე, ტატანაშვილი, კობახიძე (76, გოგინაშვილი)

ვიტ-ჯორჯია: შეროზია, კალანდია (79, მუხულიშვილი), ჩიტიშვილი, გაგნიძე, თათხაშვილი, დანელია, კახაბრიშვილი (46, ვაზაგაშვილი), გახარია, კურდღელაშვილი, კამლაძე (34, მოსიაშვილი), ღუდუშაური

გოლები: 1-0 ტატანაშვილი (პენ.) (17), 2-0 ტატანაშვილი (30), 2-1 კურდღელაშვილი (პენ.) (71), 3-1 ტატანაშვილი (87)

 

 

ჩიხურა – დინამო თბ 1:2 (1:5)

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

ჩიხურა: კუპატაძე, კაშია (71, განუგრავა), მეგრელიშვილი, კაკაშვილი, კუსიანი, ლოვრეჩიჩი, დეკანოიძე, ჭეჭელაშვილი (46, დობროვოლსკი), ჯოხაძე (61, რეხვიაშვილი), მუმლაძე, ენუქიძე

დინამო: ბეგაშვილი, ამისულაშვილი, რენე, თევზაძე (46, გურული), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (61, მიკელ ალვარო), იაშვილი (74, არაბული), ჭანტურიშვილი, ქვილითაია

გოლები: 1-0 დეკანოიძე (32), 1-1 ქვილითაია (67), 1-2 გურული (90)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები