საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს ზესტაფონი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ წამოწყების ფარგლებში მიიღო, რომელიც მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩების მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ რომ საქართველოს თასის წინა ფინალს, 2016 წლის 18 მაისს, არსებობის ისტორიაში პირველად, ქუთაისმა უმასპინძლა.
თასის გათამაშების ფინალი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 22 ნოემბერს გაიმართება.