გუშინ საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი მფლობელი თბილისის “დინამო” და უმაღლესი ლიგის ჩემპიონი გორის “დილა” ერთმანეთს “მიხეილ მესხის” სტადიონზე დაუპირსპირდნენ. მატჩი დედაქალაქელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩი გორელების შეტევებით დაიწყო, „დილამ“ პირველ ტაიმში მეტოქე დაჯაბნა, თუმცა საქართველოს ჩემპიონებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმში დინამოელებმა თამაშ დაალაგეს და რამდენიმე მომენტი შექმნეს. შეხვედრის 77-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჯიღაურის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ „დილას“ ფეხბურთელებმა რამდენიმე მომენტი კიდევ შექმნეს, თუმცა გატანა ვერ მოახერხეს და სუპერთასი დათმეს.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ჯამში კი – მეშვიდედ.