LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს სტუმართმოყვარეობა მართლაც საოცარია“ – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანელ ჟურნალისტებს მასპინძლობს

126
ტურ (1)

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან პრესტურს მასპინძლობს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვევიან სამეგრელოსა და ზემო სვანეთს, უფლისციხეს, გაეცნობიან ადგილობრივ კულტურასა და გასტრონომიას, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს.

„საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკიდან პრესტურს მასპინძლობს. ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები ეწვევიან სამეგრელო ზემო სვანეთს, მოინახულებენ უფლისციხეს, დააგემოვნებენ ა ქართულ ღვინოსა და  კულინარიას. მოგვიანებით პრესტურის შედეგები დაიბეჭდება გერმანიის გავლენიან მედიაში“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Outdoor Magazin, Bergsteiger Magazin, Der Tagesspiegel, Touristik Aktuell, trvlcounter.

„ჟურნალისტების ჯგუფი ვართ ჩამოსული გერმანიიდან. ჩვენ ყველანი პირველად ვართ საქართველოში და აღფრთოვანებულები ვართ,  უკვე ვისიამოვნოთ თბილისის მრავალფეროვნებით, ხვალიდან მთაში მივემგზავრებით და მართლა საოცრებაა, რომ აქ ვიმყოფებით. საქართველოს სტუმართმოყვარეობა მართლაც საოცარია, ხალხი ძალიან მეგობრულად არის ჩვენდამი განწყობილი. ჩვენი ბევრი მეგობარი უკვე იმყოფებოდა საქართველოში, გვინდა ჩვენი შთაბეჭდილებები გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელსა თუ მკითხველს, როდესაც დავბრუნდებით გერმანიაში, რომ მათაც იმოგზაურონ საქართველოში“, – განაცხადა სილვია ფაბერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები