Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი EBU-ს 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას უმასპინძლებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი EBU-ს 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას უმასპინძლებს

127
საზ

22-23 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ახალი ამბების რიგით მე-18 ასამბლეას უმასპინძლებს.

ღონისძიებაში ევროპის 56 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმის ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას, ჯამში კი 100-მდე დელეგატი მოიყრის თავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კურანი.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეა მნიშვნელობითა და მასშტაბით გამორჩეული ღონისძიებაა. წელს საქართველო და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი რიგით მე-18 ასამბლეის მასპინძელი, ორგანიზატორი და აქტიური მონაწილეა“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

ახალი ამბების ასამბლეა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყოველწლიური ფორუმია, სადაც EBU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან, რათა განიხილონ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თემები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და მიიღონ ინფორმაცია ახალ კვლევებსა და მიგნებებზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ახალი ამბების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები