LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

81
BeFunky-collage - 2020-09-03T100027.668

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 92 მოქალაქე, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის – 35, ინდოეთის – ცხრა, ირანის – ოთხი, პალესტინის – ოთხი, მაროკოს – ერთი და ალჟირის – ერთი მოქალაქე“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები